S/T The English Academy წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც ახლებური მიდგომებითა და საერთაშორისო სტანდარტებით უზრუნველყოფს ინგლისური ენის სწავლების მაღალ ხარისხს. ჩვენი აკადემია დაარსდა 2021 წელს და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება, რათა შევთავაზოთ სტუდენტებს ინოვაციური, პრაქტიკული და ეფექტური სწავლების მეთოდები.
ჩვენი მთავარი პრინციპია მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომის კომბინაცია. ამ მიზნის მისაღწევად, 2024 წლიდან S/T The English Academy ოფიციალურად თანამშრომლობს კემბრიჯის საგამოცდო სისტემასთან და იყენებს მათ მიერ ლიცენზირებულ სასწავლო მასალებს. ეს პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, შევთავაზოთ ჩვენს სტუდენტებს საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა და სწავლების თანამედროვე მიდგომები. ხოლო 2025 წლიდან წარმოადგენს Cambridge English Preparation Centre ს
წარმოადგენს official educational tour operator in Georgia of Wimbledon School of English, London _თან.
British Council Advantage Premium Member – ოფიციალური პარტნიორი Cambridge English Qualifications პროგრამაში 2025–26 სასწავლო წლისთვის.
ჩვენს აკადემიაში ინგლისური ენის კურსები განკუთვნილია ყველა ასაკისა და დონის სტუდენტისთვის. სწავლების პროცესში ყურადღებას ვამახვილებთ არა მხოლოდ გრამატიკასა და აკადემიურ ცოდნაზე, არამედ კომუნიკაციურ უნარებზე, რაც მნიშვნელოვანია რეალურ გარემოში ენის გამოყენებისთვის.
S/T The English Academy გთავაზობთ სხვადასხვა სახის პროგრამებს,მათ შორის:
• ზოგადი ინგლისური ენის კურსები ბავშვებისა და
მოზარდებისთვის
• პროფესიული ინგლისური ზრდასრულებისთვის
• სპეციალიზებული კურსები ტურიზმის სფეროში
დასაქმებულთათვის
• მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის
(Cambridge, IELTS და სხვა)
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ
სტუდენტს ჰქონდეს კომფორტული და მოტივაციური სასწავლო გარემო, სადაც ის შეძლებს მაქსიმალურად ეფექტურად აითვისოს ახალი ცოდნა. ჩვენი აკადემია მუშაობს როგორც ადგილზე, ბათუმში, ისე ონლაინ რეჟიმში, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სტუდენტებს ენის ცოდნის გაუმჯობესებაში და მათ მივცეთ საჭირო უნარები, რათა მათ შეძლონ ინგლისურის გამოყენება არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ კარიერული და აკადემიური განვითარებისთვის. S/T The English Academy არის სივრცე, სადაც სწავლება ხარისხსა და შედეგებზეა ორიენტირებული.


